ევრა: "რონალდუ იტალიაში ტრიუმფით დაასრულებს"

9-07-2018, 12:10

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, მედიასთან რონალდუს "იუვენტუსში", შესაძლო, გადაბრგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი იტალიაში აუცილებლად უნდა წავიდეს. 

"რონალდუსთან გავრცელებულ ინფორმაციაზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, რომ მან გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. "მანჩესტერის" დატოვების შემდეგ, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ "იუვენტუსმა" მომცა იმის ძალა, რომ ტიტულები ისევ მომეგო.

კრიშტიანუს, თუ სურს მომავალ მუნდიალზე მოხვედრა იტალიაში უნდა წავიდეს, რადგან "რეალში" მისი დარჩენა კარიერის დასრულების ტოლფასია. ყველა მეკითხება პატრიკ რას ფიქრობ? და მათ ვპასუხობ, რომ კრიშტიანუს ადგილი ამ ეტაპზე "იუვენტუსშია", – განაცხადა ევრამ.
 
შეგახსენებთ, "ბიანკონერის" მადრიდელთა შვიდიანის შეძენა სურს. ტურინული გრანდი პორტუგალიელი შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით