მირაბელი: "მილანი" ტრანსფერებს ჯერ ვერ განხორციელებს"

8-07-2018, 23:34

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ აპენინურ მედიასთან "როსონერის" სატრანსფერო ბაზარზე და კლუბის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"არავის გაყიდვას არ ვაპირებთ. ჩვენ შევინარჩუნებთ ლიდერებს და გავუშვებთ მხოლოდ მათ, ვისაც რინო გატუზო დაადებს ხელს, რადგან ეს ყველაფერი მან უკეთ იცის".

"გასულ წელს გუნდის შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა და ახლა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. გავძლიერდებით გამოცდილი ფეხბურთელებით, არ ვიცით რამდენის დახარჯვა შეგვეძლება".

"ახლა დაბალანსებული სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს. რამდენიმე კარგი ტრანსფერი დავასრულეთ... ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დირექტივებს კლუბის მფლობელისგან ველით", - ამბობს მირაბელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით