ნეიმარი "პსჟ"-ს პრეზიდენტს "ბარსას" ფეხბურთელის ტრანსფერს თხოვს

9-07-2018, 08:47

ცნობილი ესპანური ვებგვერდი "Sport.es"-ი იტყობინება, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერ ნეიმარს კლუბში დარჩენა ერთადერთ შემთხვევაში სურს - თუ არაბი შეიხი შემადგენლობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

როგორც ჩანს, ბრაზილიელის პირველი სურვილი "ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდის, ლუის სუარესს ტრანსფერია.

მოგეხსენებათ, ნეიმარს გასული სეზონის მანძილზე თანაგუნდელ ედისონ კავანისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და თავისმხრივ, არც 31 წლის ფორვარდია პარიზული კლუბიდან წასვლის წინააღმდეგი.

ნეიმარი და სუარესი "ბლაუგრანას" რიგებში 2014-2017 წლებში ასპარეზობდნენ და ფანტასტიკურად ეწყობოდნენ ერთმანეთს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით