ოფიციალურად: რონალდუმ ზღაპრულ ტრანსფერზე უარი თქვა

9-07-2018, 09:18

ცნობილმა იტალურმა სპორტის არხმა "Sky Sports"-მა კრიშტიანუ რონალდუს ტურინში "იუვენტუსში" შესაძლო ხმაურიან ტრანსფერზე ახალი ცნობები გაავრცელა. 

წყაროს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს იმდენად სურს კარერის იტალიის ჩემპიონატში გაგრძელება, რომ წარმოუდგენელ ხელფასზე თქვა უარი.

33 წლის პორტუგალიელს ერთ-ერთი ჩინური კლუბი ანაზღაურების სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს თავაზობდა, მადრიდის "რეალს" კი იმაზე მეტს, ვიდრე - "ბიანკონერი".

"Marca"-ს ცნობით, ეს ინფორმაცია რონალდოს აგენტმაც დაადასტურა და თავისი კლიენტის გადაწყვეტილებაც გაასაჯაროვა. რაც შეეხება "იუვესთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს, მენდეშმა ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით