ფეხბურთელები, რომლებიც რონალდუს "ოქროს ბურთში" შეეცილებიან

9-07-2018, 11:41

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ "ოქროს ბურთის" მოგების მთავარ ფავორიტად ისევ რჩება, თუმცა მასთან ერთად რამდენიმე საინტერესო კანდიდატი უკვე გამოიკვეთა.

ესპანურმა "Marca"-მ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც პორტუგალიელს ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვებაში შეეცილება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში ვერ მოხვდა "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი.

"Marca"-მ რონალდუსთან ყველაზე ახლოს მისი თანაგუნდელი და ხორვატიის ნაკრების ლიდერი ლუკა მოდრიჩი დააყენა, რომელსაც მართლაც არაჩვეულებრივი სეზონი აქვს და ამ მომენტში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშიც იმყოფება.

სიაში მოხვდნენ ჰარი კეინი, კევინ დე ბრუნი, ედენ აზარი, კილიან მბაპე და მუჰამედ სალაჰი. ყველა მათგანს გამორჩეული წელი ჰქონდათ, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურმა ეტაპმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

შეგახსენებთ, თუ "ოქროს ბურთი" ისევ მუნდიალზე 4 გოლის ავტორ რონალდუს დარჩა, ეს ჯილდო მისთვის რიგით მე-6 იქნება, რაც პორტუგალიელს ფეხბურთის ისტორიაში პირველ ადამიანად აქცევს, რომელმაც ეს ციფრი დააფიქსირა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით