დი მარია იტალიაში მიდის

9-07-2018, 17:51

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, "პსჟ"-ს ფეხბურთელი, ანხელ დი მარია, შესაძლოა, "ნაპოლის" რიგებში ჩაირიცხოს. წყაროს ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბი არგენტინელის სანაცვლოდ, 50 მილიონ ევროს იხდის. 

გაირკვა, რომ იტალიური გუნდი სამხრეთ ამერიკელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და "პარკ დე ფრანსის" ბინადრების ხელმძღვანელებთან, აღნიშნულ საკითხს აგენტები აგვარებენ.
 
საგულისხმოა, რომ დი მარია ფრანგულ გრანდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ კლუბში მისი ადგილი არ არის. დავძენთ, რომ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატზე იდეალურ ფორმაში არ იყო.

არგენტინული მედიის მტკიცებით, კლუბში არსებული ცუდი სიტუაცია ანხელს რუსეთშიც გაჰყვა. შეგახსენებთ, დი მარია "პსჟ"-ში 2015 წლიდან ირიცხება და 87 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით