ესპანეთის სუპერთასის ფორმატი შეიცვალა

9-07-2018, 22:36

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე წლიდან სუპერთასის გათამაშების ფორმატი იცვლება.

კერძოდ, გასული წლის ჩათვლით სუპერთასის მატჩები ორტურად იმართებოდა. წელს კი ლა ლიგისა და ესპანეთის თასის გამარჯვებულები ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თასის მოსაპოვებლად.

როგორც ცნობილია, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა 12 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხება ლოკაციას, თამასი მაროკოში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაში ერთმანეთს "ბარსელონა" და თასის ფინალისტი "სევილია" დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით