• 16-08-2023
    გიორგი გოჩოლეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    გიორგი გოჩოლეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

    გიორგიმ გასულ ტურში “ოლექსანდრიას” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ფენომენალური მაჩვენებელი გახლავთ. 

    ცხადია, გიორგი არაერთი უკრაინული სააგენტოს ვერსიით მარჯვენა მცველის პოზიციაზე ტურის სიმბოლურ გუნდში ადგილი დაიკავა.

    ცნობისთვის, გიორგის მიმდინარე სეზონში ამ ეტაპისთვის საგოლე გადაცემების მხრივ უკრაინაში საუკეთესო შედეგი აქვს.

    Facebook კომენტარები