ებუეს განაჩენი ცნობილია

10-07-2018, 10:01

"Mirror"-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ ებუე, რომელიც 2 დღის წინ დააკავეს გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს. წყაროს ცნობით, აფრიკელი ფეხბურთელი უკვე თავის სახლში იმყოფება. 

გეტყვით, რომ ებუეს ბრალი ხანძრის გაჩენაში ედებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს 35 წლის ემანუელის საპატიმროში დატოვების აუცილებლობა მოსამართლემ ვერ ნახა. 

შეგახსენებთ, "მეთოფეების" ყოფილ მარჯვენა მცველს პრობლემები განქორწინების შემდეგ დაეწყო, როდესაც დაგროვებული ქონების უმეტესი ნაწილი მის ყოფილ ოჯახს მისცა. ბოლო პერიოდში ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ ებუეს "არსენალი" დაეხმარებოდა და ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად დანიშნავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით