ჟორჟინიო კიდევ ერთ ინგლისურ გრანდს სურს

10-07-2018, 12:01

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლის" ჟორჟინიო, შესაძლოა, "ჩელსის" ფეხბურთელი გახდეს. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველის ყიდვის სურვილი "არისტოკრატების" ხელმძღვანელებმა გამოთქვეს. 

როგორც ირკვევა, ინგლისელები სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ, 60 მილიონ ევროს იხდიან. თავის მხრივ, ნეაპოლიტანური გუნდის მესვეურები ჟორჟინიოს "მანჩესტერ სიტიში" 50 მილიონ ევროდ გაშვებას აჭიანურებენ. არაა გამორიცხული, თითქმის დადასტურებული ტრანსფერი ჩაიშალოს და ლონდონელებმა პეპ გვარდიოლას ფეხბურთელი წაართვან. 

შეგახსენებთ, "ჩელსი" ამჟამინდელი მწვრთნელის გაშვებას აპირებს და როგორც ბრიტანული მედია ირწმუნება, მაურისიო სარის მოყვანას გეგმავს. დავძენთ, რომ სარი "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით