• 16-08-2023
    მაგარი ამბავი! - საქართველოში ლეგენდების მატჩი გაიმართება
    მაგარი ამბავი! - საქართველოში ლეგენდების მატჩი გაიმართება

    საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, შოთა არველაძე საქართველოში ლეგენდების მატჩის ჩატარებას გეგმავს. 

    “შოთა არველაძის და ჩვენი ფონდის ინიციატივით, საქართველოში საფეხბურთო პროექტი 'ლეგენდების ტური' დაიწყება. პირველი უცხოური გრანდი ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებთან ითამაშებს.

    გვინდა, რომ პირველი მატჩი ერთ-ერთ რეგიონში ჩავატაროთ. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მატჩის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავავრცელებთ”. - წერია Arveladze Faundation-ის პოსტში.


    Facebook კომენტარები