რონალდომ "იუვეს" ბოსებთან შეხვედრა დაგეგმა

10-07-2018, 13:51

როგორც იტალიური სპორტული მედია იუწყება, კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე დაგეგმა. 

ტურინული გუნდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და რონალდო ერთმანეთს საბერძნეთში შეხვდებიან და კრიშტიანოს "იუვენტუსში" ტრანსფერის დეტალებს განიხილავენ.

ბოლო ინფორმაციით, რონალდომ "რეალის" ახალ თავკაცს ხულიენ ლოპეტეგის უკვე აცნობა, რომ მადრიდში დარჩება აღარ სურს.

სავარაუდოდ, პორტუგალიელის გადაბირება იტალიურ გრანდს 100 მილიონი ევრო დაუჯდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით