რონალდო "იუვენტუსის" წინადადებას დაეთანხმა

10-07-2018, 19:24

გავლენიანი გამოცემა Sky sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო ტურინის "იუვენტუსის" წინადადებას დათანხმდა და კარიერას მომავალი სეზონიდან იტალიაში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი გახდა, "ბებერი სინიორა" მადრიდის "რეალს" რონალდოს სანაცვლოდ 105 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო თავად ფეხბურთელი წლიურად 30 მილიონს მიიღებს გასამრჯელოს სახით.

კვირის ბოლომდე კრიშტიანო "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მისი წარდგენის ოფიციალური ცერემონიალიც შედგება.

რონალდო მადრიდის "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით