ოფიციალურად: რონალდო "იუვენტუსის" ფეხბურთელია

10-07-2018, 19:53

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ 33 წლის თავდამსხმელი, კრისტიანო რონალდო კარიერას ტურინის "იუვენტუსში" განაგრძობს.

როგორც ცნობილია, სატრანსფერო თანხამ არც მეტი არც ნაკლები 105 მილიონი ფუნტი შეადგინა. 

ფეხბურთელი ტურინულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი შემოსავალი კი ყოველწლიურად 30 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რონალდო "რეალის" ღირსებას იცავდა 2009 წლიდან და ამ დროის მანძილზე მან 4 ჩემპიონთა ლიგის თასისა და 4 ოქროს ბურთის მოგება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით