ხედირამ რონალდუს ტრანსფერზე ისაუბრა

10-07-2018, 22:19

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და ტურინის "იუვენტუსის" მოქმედმა ფეხბურთელმა, სამი ხედირამ პრესასთან რონალდუს "ბლანკოსიდან" იტალიაში გადასვლაზე ისაუბრა.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ტურინში მეგობარო. მჯერა ძველ დროს გავიხსენებთ და კვლავ კარგად შევუთანხმებთ ერთმანეთს თამაშს".

"შენთან ერთად ვარჯიშს და თამაშს სულმოუთქმელად ველოდები. "იუვენტუსის" ფანებო ყველას გილოცავთ", - თქვა ხედირამ.

ცნობისთვის, მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის "იუვეში" ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კრიშტიანუს ტრანსფერი "ბებერ ქალბატონს" 105 მილიონი ევრო დაუჯდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით