"ატლეტიკომ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი იყიდა

10-07-2018, 22:40

ლა ლიგაში მოასპარეზე "ბეტისის" კარის დარაჯმა, ანტონიო ადანმა რამდენიმე საათის წინ მადრიდის "ატლეტიკოსთან" გააფორმა კონტრაქტი. აღნიშნულ ინფოორმაციას "როხიბლანკოს" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

წყაროს ცნობით, 31 წლის ანტონიომ მადრიდულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელი გოლკიპერი "ბეტისში" 2014 წელს "კალიარიდან" გადავიდა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ამ უკანასკნელმა პრიმერაში 30 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაუშვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით