ტორესი იაპონიაში წავიდა

10-07-2018, 22:58

მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ვარსკვლავი, ფერნანდო ტორესი კარიერას იაპონიაში გააგრძლებეს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი "AS" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავისუფალ აგენტად ქცეული ტორესი ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს უფასოდ შეუერთდა.

34 წლის ფერნანდოს შემოთავაზებები ამერიკიდან და ავსტრალიიდან ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ "საგან ტოსუ" არჩია.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "ელ-ნინიომ" პრესასთან თავის ემოციებზე ისაუბრა.

"მე ყოველთვის მაინტერესებდა აღმოსავლური კულტურა და სწორედ ამიტომ თქვენი გუნდი, "საგან ტოსუ" ვარჩიე", - განაცხადა ტორესმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით