შაქირი და "ლივერპული"

11-07-2018, 12:49

"Goal.com"-ის ინფორმაციით, "ლივერპული" ჯერდან შაქირის შეძენას შეეცდება. წყაროს ცნობით, შვეიცარიელი ნახევარმცველის ყიდვა პირადად იურგენ კლოპს სურს, რომელიც 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 13 მილიონ ევროს გადაიხდის. 

გეტყვით, რომ შაქირი "სტოკ სიტის" ფეხბურთელია. ბრიტანული მედია იუწყება, რომ ჯერდანის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უნდა და "წითელი ეშმაკების" თავკაცი, ჟოზე მოურინიოც, 13 მილიონს იხდის. 

შეგახსენებთ, შაქირი წლების განმავლობაში "ინტერისა" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, მაგრამ მისი ვარსკვლავი მალევე ჩაქრა. დავძენთ, რომ "სტოკ სიტი" ჩემპიონშიფში დაქვეითდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიამ სადებიუტო გოლი შეაგდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით