ოფიციალურად: "მილანი" ახალი მფლობელის ხელში გადავიდა

11-07-2018, 13:35

დღეს "მილანის" შესახებ ისტორიული ინფორმაცია დადასტურდა. მას შემდეგ, რაც იონგჰონგ ლიმ 32 მილიონი ევროს გადახდა ვერ შეძლო, კლუბი "ელიოტ მენეჯმენტის" მმართველობაში გადავიდა. 

აღნიშნული ამერიკული ფონდის მიზანია, გუნდში სტაბილური ვითარება შექმნას და სწორი მენეჯმენტით "როსონერი" წარმატებამდე მიიყვანოს. ეს სიტყვები ამერიკული კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში იკითხება.

"ელიოტ მენეჯმენტისთვის" პატივია "მილანის" ფლობა და მზადაა, კლუბს მხარში დაუდგეს ასეთ რთულ ვითარებაში და მას ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლაშიც დაეხმაროს".

"მოვლენების მსგავსი სახით განვითარება გამოიწვია ჩვენი დებიტორული კლიენტის ვალდებულების შეუსრულებამ. "მილანის" წინა მფლობელმა უარი განაცხადა ვალის კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით დაბრუნებაზე".

"ჩვენი პირველი მოქმედება 50 მილიონი ევროს გმოყოფა იქნება, რომელიც აუცილებელია კლუბის ფუნქციონირებისთვის და უეფას განსაზღვრული პირობების დასაკმაყოფილებლად. გარკვეული სკითხების შეთანხმების შემდეგ განვიხილავთ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებელ მოქმედებებსაც".

"ელიოტის" მიზანია გუნდის დაფინანსება არა მხოლოდ რთულ პერიოდში, არმედ გრძელვდიანი მოქმედებებისთვის. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს და ფეხბურთელებს. ცვლილებები განხორციელდება კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და გრძელვადიანი იდეების განსახორციელებლად" , - წერია კომპანიის განცხადებაში. 

ამას გარდა, "ელიოტ მენეჯმენტი", რომელმაც იონჰონგ ლის "მილანის" საყიდელი კრედიტი მისცა, მიმდინარე დავალიანების დაფარვას ითხოვს. ფონდმა ამის შესახებ უეფასაც აცნობა. 19-20 ივლისს სააბიტრაჟო სასამართლოში დაგეგმილ მოსმენაზე სწორედ ეს საკითხი უნდა განიხილონ და შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ უეფას ბანი გაბათილდეს.

"ელიოტის" განცხადებაში კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი ხელჩასაჭიდი არ ყოფილა, თუმცა უწინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული კომპანიის გეგმებში "როსონერის" მართვა არ შედის და აუცილებლად მოხდება კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის ახალი მფლობელის ხელში გადასვლა. ასეთი კანდიდატები კი ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი რიკო კომისო, დიმიტრი რიბოლოვლევი, არაბეთის პრინცი და ამერიკული რიკეტსების ოჯახია.

აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ "ელიოტი" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "მილანის" ლეგენდა პაოლო მალდინისთან, რომელიც შეიძლება ძალიან მალე კლუბის მმართველად მოგვევლინოს, მასიმილიანო მირაბელი და მარკო ფასონე კი იონჰონგ ლის, ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის გზას გაუყვებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიამ სადებიუტო გოლი შეაგდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით