"მანჩესტერ იუნაიტედს" ხორვატი ფეხბურთელი სურს

12-07-2018, 10:31

ხორვატიის ეროვნული გუნდისა და "აინტრახტის" ფეხბურთელი, ანტე რებიჩი "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს. "წითელი ეშმაკები" 24 წლის შემტევის სანაცვლოდ, 12 მილიონ ევროს იხდიან. 

წყაროს ცნობით, ანტეს ყიდვის სურვილი პირადად ჟოზე მოურინიომ გამოთქვა. დავძენთ, რომ ხორვატი თავდამსხმელის გადაბირება "არსენალის", "ტოტენჰემისა" და "ნაპოლის" ხელმძღვანელებსაც უნდათ. 

შეგახსენებთ, რებიჩი გერმანულ კლუბში 2016 წელს ჩაირიცხა და 59 შეხვედრა ჩაატარა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით