მელო:"ბავშვობის ოცნება ავისრულე"

11-07-2018, 23:56

რამდენიმე საათის წინ, კატალონიის "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიური "გრემიოს" ნახევარმცველი, არტურ მელო მომდევნო სეზონიდან "ნოუ კამპზე" გააგრძელებს კარიერას.

დღეს, 11 ივლისს კატალონიური გრანდის მესვეურებმა ახალი შენაძენი "კამპ ნოუზე" ჟურნალისტებს წარუდგინეს.

წარდგენის შემდეგ "ბარსას" ახალწვეულმა პრესას გული გადაუშალა და თავის ოცნებებზე ესაუბრა.

"დღეს მე ბავშვობის ოცნება ავისრულე და ამ ფაქტით უაღესად ბედნიერი ვარ. მე ახალი გამოწვევები მჭირდება".

"გრემიო" ძალიან მიყვარს, მაგრამ თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო რაღცეები უნდა დათმო", - განაცხადა არტურმა პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 21 წლის სამხრეთამერიკელი კატალონიურ გრანდში 6 წლით დარჩება, რაც იმას ნიშავს, რომ არტური "კამპ ნოუზე" 2024 წლამდე ითამაშებს.



  • messi10
  • 11 ივლისი 2018 23:57
ჩაქრიი ბიჭო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით