"იუვეს" სავარაუდო შემადგენლობები რონალდუსთან ერთად

12-07-2018, 01:40

"ბიანკონერის" შეტევა რონალდუს ტრანსფერის შემდეგ საკმაოდ ძლიერი და მრავალფეროვანი გახდა. მასიმილიანო ალეგრის უამრავი ვარიანტი აქვს სასტარტო შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად.


მასიმილიანო ალეგრის შეუძლია მთლიანი შემადგენლობა გუნდში ახალ მოსულ რონალდუს ანდოს და მთელი კლუბი მასზე ბურთის მისაწოდებლად ამ სქემით ამუშაოს.ასეთ შემთხვევაში შეტევა ძალიან მრავალფეროვანია. დიბალა და კოშტა სისწრაფეზე იქნებიან ორიენტირებულები, ხოლო მანჯუკიჩი და რონადლუ მეორე სართულზე ბრძოლაში.

ალეგრის ფუფუნება აქვს იმის, რომ თავის საყვარელ ტაქტიკას დაუბრუნდეს. 3-5-2.
ოდესმე გიფიქრიათ მესი და რონალდუ ერთ გუნდში? ამ შემთხვევაში ალბათ ყველა მწვრთნელი ასეთ სქემას აირჩევდა და წინ პორტუგალიელისა და არგენტინელის დუეტს დააყენებდა. მართალია "იუვეს" მესი არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ "ბიანკონერი" ათიანი პაულო დიბალა ძალიან გავს ლიონელს სათამაშო სტილით, რაც შესანიშნავია.
გონსალო იგუაინის აგენტმა განაცხადა, რომ კრიშტიანუს მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ პიპიტა კლუბს  დატოვებს, ასე რომ არგეტინელის მოთვსებაც შეუძია "შეშლილ მაქსს" სასტარტოში. ასეთი შეტევაც საკმაოდ მრისხანე იქნება.

ვნახოთ რას მოიფიქრებს მასიმილიანო ალეგრი. შესაძლოა მან კრიშტის სულ სხვა  ადგილიც კი უპოვნოს, როგორც სჩვევია ხოლმე.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით