"ჩელსიმ" კონტე დაითხოვა

12-07-2018, 18:15

როგორც ჩანს, მომავალი სეზონიდან ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" დღეს აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ლონდონურ გუნდს 2016 წლიდან წვრთნიდა და ამ პერიოდის მანძილზე პრემიერლიგისა და ინგლისის თასის მოგება მოახერხა.

დიდი ალბათობით, კონტეს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის რანგში მისივე თანამემამულე, მაურისიო სარი ჩაანაცვლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით