"ბარსას" რადარზე აზარი გამოჩნდა

12-07-2018, 18:18

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის განმავლობაში საკმაოდ აქტიურობას გეგმავს. გუნდმა უკვე დაიმატა არაერთი ფეხბურთელი, ახლა კი მათ რადარზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა.

ესპანური გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" აქტიურად ცდილობს ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი ლიდერის, ედენ აზარის გადაბირებას.

წყაროს ცნობით, ესპანელებმა უკვე მიაღწიეს კიდეც შეთანხმებას 27 წლის შემტევთან და ახლა მხოლოდ "არისტოკრატებთან" დარჩათ სატრანსფერო ფასი გასარკვევი.

შეგახსენებთ, რომ თავად აზარის ბოლოდროინდელი განცხადების მიხედვით, მას მადრიდის "რეალში" სურს თამაში. თუმცა, როგორც ჩანს მან აზრი შეიცვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით