"რეალმა" რონალდოს შემცვლელის ვინაობა პრაქტიკულად დაასახელა

12-07-2018, 22:08

როგორც იცით, მადრიდის "რეალი" კრისტიანო რონალდომ დატოვა, გუნდი კი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, 33 წლის პორტუგალიელის ჩასანაცვლებლად "სამეფო კლუბს" ორი ვარიანტი აქვს.

პირველი კანდიდატი ნეიმარ ჯუნიორი გახლავთ. ფრანგული "პსჟს" ლიდერის გადაბირებას ესპანური გრანდი უკვე დიდი ხანია რაც ცდილობს. ახლა კი რონალდოს გაყიდვის შემდგომ შემოსული 100 მილიონი ფუნტის დამატებით "თეთრებს" კიდევ უფრო გაუმარტივდებათ ბრაზილიელი შემტევის შეძენა.

გარდა ამისა, "რეალი" აქტიურად ეცდება ედენ აზარის შეძენასაც. ბელგიელი ფეხბურთელი თავადაც არ მალავს, რომ სურს თეთრი ფორმის მორგება და შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში მადრიდელებს მარტივად შეეძლებათ მისი დამატება.



  • mufc1878
  • 13 ივლისი 2018 10:49
ნუღა წერთ ეგეთებს,პსჟ არსად გაუშვებს ნეის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით