საუთგეითი:"ჩვენი ოცნებები უკვალოდ გაქრა"

13-07-2018, 21:22

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, გარეთ საუთგეითმა ბელგიასთან მატჩის წინ გუნდი და ფანები გაამხნევა.

"ხორვატიასთან წაგებამ დაღი დაგვასვა და ბოლო დღეები ფაქტობრივად გაგვინადგურა. ძალიან დიდი იმედები და მიზნები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა და ჩვენი ოცნებებიც უკვალოდ გაქრა".

"მართალია ფინალში ვერ გავედით, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მესამე ადგილისთვის ბელგიის დამარცხებას და ტურნირის ღირსეულად დატოვებას".

"ჩემი ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯებიან თქვენთვის ინგლისელებო!", - განაცხადა საუთგეითმა.

ცნობისთვის, ბელგიისა და "სამი ლომის" მატჩი ხვალ 14 ივლისს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით