კიდევ ერთი ევროპელი ჩინეთში

14-07-2018, 10:31

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, "ინტერმა" ედერი ჩინეთში გაუშვა. როგორც ირკვევა, თავდამსხმელი "ცზიანსუ სუნინში" ღირსებას დაიცავს. 31 წლის იტალიელმა აზიელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

დავძენთ, რომ აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, "ნერაძურიმ" ფეხბურთელის სანაცვლოდ, 5.5 მილიონი ევრო მიიღო. საგულისხმოა, რომ ედერი წლების განმავლობაში "სამპდორიასა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა. 

შეგახსენებთ, ედერმა მილანელების რიგებში 84 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით