საინტერესო ფაქტები, რომელიც “ატლეტიკო“ - “პსვს“ დაპირისპირებაში მოხდა

16-03-2016, 14:35

როგორც მოგეხსენებათ, 15 მარტს გაიმართა 1/8 ფინალური მატჩების განმეორებითი სერია, მადრიდის "ატლეტიკომ" ეინდჰოვენის "პსვ"-ს უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. სტატიაში შემოგთავაზებთ აღნიშნულ შეხვედრაში მომხდარ საინტერესო ფაქტებს, რომელიც თითოეულმა ფეხბურთის გულშემატკივარმა უნდა იცოდეს.

  • მადრიდის "ატლეტიკომ" შეხვედრაში სულ 26 ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა, ასეთი ფატალური შედეგი ბოლოს 2012 წლის სექტემბერს, "სპორტინგი" - "კლუჟის" დაპირისპირებაში მოხდა, პორტუგალიელებმა 38 ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით და გოლის გატანა მათაც ვერ მოახერხეს.
  • ჯონი ობლაკმა, მიმდინარე სეზონში 25-ედ შეინახა კარი მშრალად , მსგავსი შედეგი არცერთ მეკარეს არ დაუფიქსირებია.
  • მადრიდის "ატლეტიკომ" უკანასკნელი 17 ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან, 13-ჯერ მშრალად შეინახა კარი.
  • როგორც ვიცით, შეხვედრის ბედი ვერც ძირითადმა დრომ და ვერც დამატებითმა 30-მა წუთმა ვერ გადაწყვიტა, ამიტომ პენალტების სერია დაინიშნა, რაც "ატლეტიკოს" გამარჯვებით, 8:7 დასრულდა, ეს მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რეკორდია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით