"ჩელსიმ" ჟორჟინიო იყიდა

14-07-2018, 23:06

რამდენიმე წუთის წინ, ლონდონური "ჩელსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ახალი ტრანსფერი დაადასტურა.

როგორც ცნობილი გახდა "არისტოკრატებმა" სარის ყოფილი გუნდის, "ნაპოლის" ფეხბურთელი, ჟორჟინიო შეიძინეს.

აღნიშნული ტრანსფერი პრემიერ ლიგის ბინადრებს არც მეტი არც ნაკლები 57 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. კონტრაქტის თანახმად 26 წლის ნახევარმცველი "ჩელსიში" 5 წლით დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი "ლურჯების" რიგებში 2023 წლამდე ითამაშებს.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ნეაპოლიტანურ გრანდში 2014 წელს "ვერონადან" გადავიდა.



  • messi10
  • 14 ივლისი 2018 23:07
ჩელსის მოუხდება ჟორჟინიო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით