საინტერესო ფაქტები, რომელიც "სიტი" - "დინამოს" დაპირისპირებაში მოხდა

16-03-2016, 13:13

როგორც მოგეხსენებათ, 15 მარტს გაიმართა 1/8 ფინალური მატჩების განმეორებითი სერია, "მანჩესტერ სიტიმ" "დინამო კიევს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. სტატიაში შემოგთავაზებთ აღნიშნულ შეხვედრაში მომხდარ საინტერესო ფაქტებს, რომელიც თითოეულმა ფეხბურთის გულშემატკივარმა უნდა იცოდეს.

  • "მანჩესტერ სიტი" არის მეშვიდე ინგლისური კლუბი 1992 წლის შემდეგ, რომელმაც მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გადავიდა, აქამდე ეს შედეგი ინგლისში "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლიდსს" , "ლივერპულს", "ჩელსის" და "ტოტენჰემს" ჰქონდათ.
  • "მანჩესტერ სიტიმ", ჩემპიონთა ლიგის 10 მატჩის შემდეგ, პირველად მოახერხა კარის მშრალად შენახვა, ბოლოს ეს 2014 წლის დეკემბერში, "რომას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოახერხა.
  • ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ მოხდა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე გოლი ვერ გაიტანა.
  • "სიტიმ" თავისი პირველი და ერთადერთი დარტყმა მატჩის 73-ე წუთზე განახორციელა, მსგავსი რამ ჩემპიონთა ლიგაზე არ მომხდარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით