"რონალდოს "ნაპოლიში" სურდა, "იუვენტუსი" მეორე არჩევანი იყო"

15-07-2018, 12:15

როგორც TV Luna-ს ჟურნალისტი კარლო ალვინო აცხადებს, კრიშტიანო რონალდოს კარიერის გაგრძელება არა "იუვენტუსში", არამედ "ნაპოლიში" სურდა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, რონალდოს კარლო ანჩელოტისთან ერთად სურდა მუშაობა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა მისი "ნაპოლიში" ტრანსფერი იუარა, სწორედ ამის შემდეგ შეაჩერა პორტუგალიელმა "იუვეზე" არჩევანი.

"იუვენტუსი" პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის გეგმა B იყო. იგი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებდა, გუნდს რომ საჭირო პირობები შეექმნა მისთვის. კრიშტიანო ტრანსფერების განხორციელებას ითხოვდა". - განაცხადა ალვინომ.

კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ "იუვენტუსმა" 112 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო იგი წლიურად 30 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით