"ნაპოლი" გაკოტრებას გადაურჩა?!

16-07-2018, 10:01

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, კლუბს პორტუგალიელის შეძენა შესთავაზა. 

"რონალდუს აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ კრიშტიანუს "ნაპოლის" რიგებში თამაში სურდა. რა თქმა უნდა მინდოდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენთან ჩარიცხულიყო, მაგრამ მისი ყიდვის შემთხვევაში გაკოტრება გარდაუალი იყო", – განაცხადა აურელიომ. 

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ ტურინის "იუვენტუსმა" შეიძინა. 33 წლის შემტევმა "ბიანკონერისთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით