ანჩელოტი "მილანს" ბარტერს სთავაზობს

16-07-2018, 18:22

"მილანის" შემტევის სუსო ფერნანდესის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ უფრო და უფრო მეტი წერება. ესპანელის აგენტმა თავისი კლიენტი ჯერ "რეალს" შეთავაზა და უარი მიიღო, ახლა კი "ჩელსისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

პარალელურად "Radio Crc"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "როსონერიმ" "ნაპოლის" მესვეურებისგან 24 წლის ფეხბურთელის კალეხონში გაცვლის შეთავაზებაც მიიღო.

როგორც ცნობილია, ბარტერით პირადად ნეაპოლელთა თავკაცი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული და მზადაა, სუსოს სანაცვლოდ კალეხონის გარდა 10 მილიონი ევროც გაიღოს.

აღსანიშნავია, რომ სუსოს ტრანსფერზე ინტერესი "რომას" მესვეურებმაც გამოთქვეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით