რონალდუს ვრცელი ინერვიუ და პასუხი ყველა კითვაზე

16-07-2018, 21:32

კრიშტიამუ რონალდუმ ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა, ამის შემდეგ კი პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ვრცლად ისაუბრა "ბიანკონერის" რიგებში ჩარიცხვის მიზეზებზე.

"ნამდვილად არ ვარ მოწყენილი "სამეფო კლუბის" დატოვების გამო. მე მოვედი დიდ გუნდში, სადაც არაჩვეულებრივი მოთამაშეები ირიცხებიან. ზოგი ხან ყატართან მაკავშირებდა, ხან ჩინეთთან, თუმცა მე აქ მოსვლა ვამჯობინე. ეს ხომ დიდებული ადგილია".

"აქ ყოფნა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. რთული სეზონი გველის, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ. ასაკი მნიშვნელოვანი არ არის. თავს არა 33 წლის ფეხბურთელად, არამედ 23 წლის მოტივირებულ სპორტსმენად ვგრძნობ. როგორც ყოველთვის, შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავიღო წარმატების მისაღწევად და ყველა ტიტული მოსაგებად".

"იუვემ" შესანიშნავი გარემო დამახვედრა და ამით მოხარული ვარ. ვხედავ, რომ ეს არის კლუბი, რომელსაც უდიდესი წარმატების მიღწევა შეუძლია. გუნდი დომინანტია იტალიაში და აგრეთვე ხშირად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც".

"აქ ყოფნით ამაყი ვარ. ამაყი ვარ აგრეთვე ისიც, რომ ისინი ჩემით დაინტერესდნენ. იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს გავამართლებ და უმაღლეს დონეზე ასასვლელად დავეხმარები".

"მესის გამოვექეცი ლა ლიგიდან? რატომ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელებს ისე ვუყურებ როგორც მტრებს? ისინი ჩემი კოლეგები არიან. განსაკუთრებით ჰგონიათ, რომ მესის ვემტერები. როდესაც ყველაფერი დასრულდება, უკან მოვიხედებით და გავიგებთ, თუ ვინ იყო საუკეთსო",
 - განაცხადა რონალდუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით