აზარი:"ჩემს ბედს "ჩელსი" გადაწყვეტს"

16-07-2018, 23:15

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა პრესასთან გულღიად ისაუბრა და საკუთარ მომავალს საჯაროდ ნათელი მოჰფინა.

"ერთი თვის მანძილზე თამაში რთულია და სწორედ ამიტომ ცოტა შესვენება ნამდვილად არ მაწყენდა".

"ამ პაუზას ფორმაში მოსასვლელად გამოვიყენებ. მზად ვარ ნებისმიერი კონტრაქტი განვიხილო, რადგანაც ვთვლი, რომ "ჩელსიში" უკვე ჩემი საქმე დავასრულე და ახლა უკვე ახალი გამოწვევები მჭირდება".

"ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ლონდონური გრანდის მესვეურები მიიღებენ. ისინი გადაწყვეტენ დავრჩები თუ არა აქ".

"ბარსელონასა" და "რეალის" ინტერესი? ძალიან მიხარია, რომ ასეთ დიდ კლუბებთან მაკავშირებენთ, თუმდა გიდასტურებთ, რომ არაფერი კონკრეტული არ ხდება", - განაცხადა აზარმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით