კოვაჩიჩი "სიტის" სურს

18-07-2018, 12:01

"Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, მატეო კოვაჩიჩი, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს. "ქალაქელები" ხორვატ ნახევარმცველთან მოლაპარაკებას გეგმავენ. 

როგორც ირკვევა, მადრიდელთა წარმომადგენლის სანაცვლოდ, პეპ გვარდიოლა და მისი ხელმძღვანელები 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. დავძენთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთელი საკლუბო კარიერას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება და ყველაფერი სწორედ მაშინ გაირკვევა. 

შეგახსენებთ, მატეოს შეძენა "ჩელსისაც" სურს, მაგრამ იტალიური მედიის მტკიცებით, ხორვატი "ინტერში" დაბრუნდება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით