რუგანი "ჩელსის" სურს

18-07-2018, 13:04

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, დანიელე რუგანი, შესაძლოა, "ჩელსის" რიგებში ჩაირიცხოს. როგორც ირკვევა, "არისტოკრატები" მცველის სანაცვლოდ, 50 მილიონ ევროს იხდიან. 

გეტყვით, რომ რუგანი "ბიანკონერის" ძირითადში ვერ ხვდება და "ბებერი ქალბატონის" დატოვება მისი სურვილიც არის. ამ დრომდე უცნობია, გადავა თუ არა დანიელე ინგლისურ გრანდში. 

შეგახსენებთ, რუგანი "შავ-თეთრების" რიგებში 2013 წლიდან ირიცხება და 54 შეხვედრა ჩაატარა. დავძენთ, რომ დანიელე ერთხანს, "ემპოლის" რიგებში არენდის წესით ირიცხებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ძალიან სამწუხარო სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მატჩის წინ

დაგვიმეგობრდით