ბენზემა კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს

18-07-2018, 20:12

ბრიტანული სპორტული პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალიდან" იტალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ვარსკვლავი გადავა. საუბარია კარიმ ბენზემაზე, რომლის სახელიც "ნაპოლის" დაუკავშირდა.

"ნაპოლის" მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ბენზემასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და სურს საკუთარი შეტევის ხაზი სწორედ ფრანგი ფეხბურთელით გააძლიეროს.

იტალიური გრანდი ბენზემას სანაცვლოდ მზადაა მადრიდის "რეალს" 45 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "რეალმა" კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსს" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაუთმო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით