"ნაპოლის" გულშემატკივრები რონალდუს "იწმინდავენ"

19-07-2018, 14:38

ტურინის "იუვენტუსში" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულის მთავარი სენსაციაა. იტალიურმა გრანდმა დიდი ძალისხმევის შედეგად, 33 წლის პორტუგალიელი 105 მილიონად შეიძინა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსიც გაიჩინა. 

"ბიანკონერი" წლებია, სერია ა-ში პირველობას არავის უთმობს და მეტოქე გუნდების გულშემატკივრების გაღიზიანებას იწვევს. ფაქტია, მომავალ სეზონში, "ბებერი ქალბატონი" კვლავ უპირობო ლიდერი იქნება. 

შეგახსენებთ, გასულ წელს სკუდეტოსთვის "ნაპოლიც" იბრძოდა, რომელმაც ბოლო ტურებში დაკარგული ქულების შემდეგ, "შავ-თეთრებს" ვერ აჯობა.

ნეაპოლიტანური გუნდის გულშემატკივრებმა მადრიდელთა ყოფილი შვიდიანის იტალიაში გადაბარგებით უკმაყოფილება, მრისხანე მეტოქის ტუალეტის ქაღალდზე გამოსახვით გამოხატეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით