კაჭარავა:"ბურთი 45 მეტრიდან მოფრინავდა"

19-07-2018, 23:53

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ "დუნაისკა სტრედასთან" მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. 

"მეტოქე გუნდს პირველ ტაიმში ვჯაბნიდით. მეორე ნახევარში მცველებმა შეცდომები დაუშვეს და შეიძლება იმის თქმა, რომ გოლები საკუთარ კარში გავიტანეთ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ გამოუცდელობამ თავი იჩინა რაც საბოლოოდ, ანგარიშზე აისახა". 

"ორი თავდამსხმელის შემოყვანა და მარცხის მიზეზი? მინდოდა, ბურთი წინ დაგვეკავებინა და ამიტომ შეტევა გავაძლიერე. ვფიქრობ, ტაქტიკური გადაწყვეტილებები მცდარი არ იყო, ყველაფერი ბიჭების გამოუცდელობის ბრალია. მათთან გასახდელში ჩხუბი არ დამიწყია. მსგავს სიტუაციებში ამას არასდროს ვაკეთებ, რადგან ყველაზე მეტად ისინი განიცდიან. საუბარი მშვიდ განწყობაზე სჯობს".

"მეტოქე გუნდი თამაშობდა გრძელი პასებით და შესაბამისაც გვიწევდა დაცვაში ჩაჯდომა.  მატჩის მეორე ნახევარი ბიჭებს იგივე ტემპით უნდა გაეგრძელებინათ. ბურთი 45 მეტრიდან მოფრინავდა და ძნელია ფეხბურთელებს დაავალო მისი მოგერიება".

"ჭორები ევროტურნირების შემდეგ ჩემი "დინამოდან" წასვლის შესახებ? არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მსგავსი საუბარი ძალიან ადრე იყო, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, თუმცა დარჩენა გადავწყვიტე და აზრი ახლაც არ შემიცვლია. მე ისევ "დინამოს" მწვრთნელი ვიქნები", - განაცხადა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, დედაქალაქურმა კლუბმა სლვაკური მეტოქის ბარიერი ორი მატჩის ჯამში ვერ გადალახა. კაჭარავას გაწვრთნილი "დინამო" საბოლოოდ, 3:2 დამარცხდა. 



რა უნდა თქვა საცოდაობაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით