ოჩოა იტალიურ გრანდში მიდის

20-07-2018, 11:01

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" მექსიკის ნაკრების მეკარე, გილერმო ოჩოა სურს. როგორც ირკვევა, კარლო ანჩელოტი და გუნდის ხელმძღვანელები 33 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ, 3 მილიონ ევროს იხდიან. 

იტალიური მედია ირწმუნება, რომ გილერმოს მიმართ ინტერესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ "სან პაოლოს" ბინადრებმა ალექს მერეტი და ორესტის კარნეზისი იყიდეს, უკან დახევას არ აპირებენ. 

გეტყვით, რომ ოჩოა ბელგიური "სტანდარდის" ღირსებას იცავს და გასულ სეზონში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით