სარი: "პრემიერლიგაში არიან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები და ფეხბურთელები"

20-07-2018, 12:39

ლონდონის "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიერლიგა განსხვავებულია.

"რთული გამოწვევის წინაშე ვდგავარ. პრემიერლიგაში არიან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები და ფეხბურთელები. ფაქტია, რომ სერია ა და პრემიერლიგა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. გეტყვით, რომ მე კონტესგან განსხვავებით, სულ სხვა ფეხბურთს ვათამაშებ ბიჭებს. რა თქმა უნდა, ანტონიოს გზას გავაგრძელებთ, მაგრამ ბევრი დეტალი გამოსასწორებელია. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები კლუბში ჯერ არ დაბრუნებულან. მათი მოსვლის შემდეგ, მომავალი სეზონისთვის, აქტიურ მზადებას დავიწყებთ", – განაცხადა სარიმ. 

შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ, რომან აბრამოვიჩი ანტონიო კონტეს შედეგით უკმაყოფილო დარჩა და მაურისიო სარისთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო. შედეგად კი, აპენინელი სპეციალისტი "არისტოკრატების" თავკაცი გახდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით