დონარუმას "პსჟ" ეპატიჟება

20-07-2018, 16:40

"Sky Sports"-ის ინფორმაციით, "პსჟ" მიმდინარე ზაფხულში საფეხბურთო კლუბ "მილანის" ახალგაზრდა მეკარეს, ჯიჯი დონარუმას შეიძენს. როგორც ირკვევა, 19 წლის იტალიელის ტრანსფერზე მინო რაიოლა მუშაობს, რომელიც საფრანგეთში უკვე ჩაფრინდა. 

გეტყვით, რომ "პარკ დე ფრანსის" ბინადრები, დონარუმას ალფონს არეოლას შემცვლელად მოიაზრებენ. აღნიშნული ტრანსფერის შესრულებას "როსონერის" გულშემატკივრებისა და ჯიჯის დამოკიდებულებაც უწყობს ხელს. 

საგულისხმოა, რომ "შავ-წითლების" ქომაგებს ჯიჯი დონარუმას გაშვება სურთ, რადგან მათი აზრით, მისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ლომბარდიულმა გრანდმა, გასული სეზონის ბოლოს, "ნაპოლის" გოლკიპერი, პეპე რეინა 3 მილიონ ევროდ შეიძინა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით