ჩემპიონთა ლიგა - საინტერესო სტატისტიკა მიმდინარე გათამაშებიდან

15-03-2016, 17:59

სტატიაში შემოგთავაზებთ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საინტერესო სტატისტიკას. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების სეზონის გათამაშება დასასრულს უახლოვდება, დღეს, 15 მარტს, გაიმართება 1/8 ფინალური მატჩები "ატლეტიკო"  - "პსვ"-სა და "მანჩესტერ სიტი" - "დინამო კიევს" შორის. კრიშტიანუ რონალდუ - ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 13 გოლის გატანა მოახერა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს "ბაიერნის" ფეხბურთელები, რობერტ ლევანდოვსკი (7 გოლი) და თომას მიულერი (6 გოლი) იკავებენ. ნეიმარი - "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 5 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული, შემდეგ მას მოჰვებიან: კინგსლი კომანი(ბაიერნი), კრიშტიანუ რონალდუ(რეალი), ალექსის სანჩესი(არსენალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი(პსჟ), ჰალკი(ზენიტი), ვიფლრიდ ბონი(მანჩესტერ სიტი), მათ ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა. კრიშტიანუ რონალდუ - ფეხბურთელი რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ, 30 - ჯერ მოახვედრა ბურთი, შემდეგ მას მოჰყვებიან რობერტ ლევანდოვსკი(17 დარტყმით) და თომას მიულერი(14 დარტყმით). ტიაგო მოტა - ფეხბურთელი რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 764 ზუსტი გადაცემა გააკეთა, შემდეგ მას მოჰყვებიან ტონი კროოსი (589 გადაცემით) და სვენ კუმსი (523 გადაცემით). რენატო ნეტო - "გენტის" ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ირბინა, სულ მას 92 კილომეტრი აქვს დაფარული, შემდეგ მას მოჰყვებიან "ზენიტის" თავდამსხმელი დანი(91.9 კმ) და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი სვენ კუმსი(89.9 კმ). ფერნანდო მუსლერა - "გალათასარაის" კარის დარაჯი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 37 სეივის გაკეთება მოახერხა, შემდეგ მას მოჰყვებიან "ასტანას" მეკარე ნენად ერიჩი 36 სეივით და სევილიას მეკარე სერხიო რიკო 35 სეივით. კლუბებს შორის ყველაზე მეტი, 23 გოლი "რეალ მადრიდს" აქვს გატანილი, ყველაზე მეტჯერ, 68 - ჯერ ასევე "რეალმა" მოახერხა კარის ჩარჩოში ბურთის მოხვედრა, ხოლო ყველაზე მეტი ბურთის ფლობა, 66% "ბაიერნის" რეკორდია. სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის ლევანი შარაშიძე!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით