სარის მიერ განწირული...

20-07-2018, 16:47

"Daily Star"-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი, ტემუე ბაკაიოკო, შესაძლოა, კლუბიდან წავიდეს. როგორც ირკვევა, ფრანგი ნახევარმცველი "არისტოკრატების" ახალი მწვრთნელის, მაურისიო სარის ინტერესში არ ჯდება.
 
გეტყვით, რომ ლონდონელებმა "ნაპოლიდან" ჟორჟინიო შეიძინეს და ტემუეს სავარაუდო წასვლა, სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული. 23 წლის ბაკაიოკო მიიჩნევს, რომ გუნდის ახალი თავკაცი სათამაშო დროს არ მისცემს. 

შეგახსენებთ, ტემუე ბაკაიოკო ინგლისურ გრანდში 2017 წელს ჩაირიცხა და 29 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნადალი: "ბასილაშვილისგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მოხარული ვარ, რომ ბოლოს ეს მაინც გამოვიდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით