ნავასი "ნაპოლის" უახლოვდება

20-07-2018, 21:08

მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი კლუბის დატოვებასთან ახლოს არის.

ეს ფაქტი ჩანს იქიდან, რომ "ჩელსის" ბინადარი ტიბო კურტუა ძალიან ახლოს არის "სამეფო კლუბში" გადასვლასთან.

კოსტარიკელს "ლოს ბლანკოსთან" კონტრაქტის ვადა 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა ჯერ უცნობია დარჩება თუ არა იგი კლუბში ბელგიელის მოსვლის შემთხვევაში.

კარლო ანჩელოტი კი მზად არის მადრიდელთაგან წამოსულ კეილორს "ნაპოლის" კარი გაუღოს. თუ ყველაფერი იტალიელის სასარგებლოდ წავა, ნეაპოლში ნავასთან ერთად კარიმ ბენზემასაც ვიხილავთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით