რეინა: "ერთ რამეზე ვნერვიულობ"

23-07-2018, 12:31

საფეხბურთო კლუბ მილანის ახალწვეული, პეპე რეინა „როსონერის“ ბაზას ეწვია და კომენტარიც გააკეთა. 

"მილანში" გადასვლა ჩემი სურვილი იყო, რადგან "ნაპოლიში" თავი ამოვწურე. მჯერა, რომ მომავალი სეზონიდან ბევრი რამ შეიცვლება. დონარუმასთან კონკურენციის არ მეშინია, რადგან ვიცით, რომ მიზანი კლუბის წარმატებაა და ყველა ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ფაქტია, რომ ახალი ცხოვრება იწყება და არაფერზე ვნერვიულობ გარდა გონსალო იგუაინის ტრანსფერისა. სურვილი მაქვს, რომ ის "მილანში" ჩაირიცხოს, – განაცხადა რეინამ. 

შეგახსენებთ, იტალიურმა მედიამ ესპანელი მეკარე ლონდონის "ჩელსის" დაუკავშირა. დავძენთ, რომ რეინა "როსონერის" რიგებში 20 დღის წინ ჩაირიცხა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით