აურელიო დე ლაურენტისი: "მილანი დაბრუნდება!"

23-07-2018, 16:16

ერთწლიანი ჩინური მმართველობის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "მილანს", "ელიოტის" სახით, ახალი მფლობელი ჰყავს. საგულისხმოა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე წარადგინეს "როსონერის" განვითარების გეგმა და გულშემატკივრების გულებიც მოიგეს. 

აღსანიშნავია, რომ აზიელი იონგჰონგ ლისგან განსხვავებით, სერია ა-ში მოასპარეზე გუნდების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ ამერიკული კომპანიის ლომბარდიულ გრანდში მოსვლას. "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ახალი ხელმძღვანელების ხელში, "მილანი" ძველ დიდებას დაიბრუნებს. 

"ელიოტი" საკმაოდ მნიშვნელოვანი კორპორაციაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც პოლ სინგერი მართავს. ვფიქრობ, 3-5 წელიწადში ისინი "მილანს" ისეთივე წარმატებულს გახდიან, როგორიც ბერლუსკონის ოქროს ხანაში იყო", – განაცხადა ლაურენტისმა. 

შეგახსენებთ, უეფამ იტალიური გრანდი ევროთასებზე ისევ დააბრუნა და კლუბი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით