"ინტერი" "ბაიერნს" ვიდალის საკითხზე ვერ შეუთანხმდა

23-07-2018, 19:29

მიუნხენის "ბაიერნისა" და ჩილეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, არტურო ვიდალი შეძენა სერია ა-ში მოასპარეზე მილანის "ინტერს" სურს.

როგორც ცნობილი გახდა, იტალიური გრანდის მესვეურები მზად არიან ვიდალში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ და იგი სეზონის დაწყებამდე გაიფორმონ.

გავლენიანი "Bild"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მიუნხენელებმა "ინტერს" პირველ შეთავაზებაზე უარი უთხრეს და არტუროს საწყის ფასად 30 მილიონი ევრო დაასახელეს.

ასე და ამგვარად, "ნერაძურის" ბოსებს თანხების მოძიების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი "ბაიერნში" 2015 წელს "იუვენტუსიდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით