მესი "ინტერს" დაუკავშრეს

24-07-2018, 13:59

"ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვალვი ლიონელ მესი მილანის "ინტერთან" დააკავშირეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ ტურინში გადაბარგდა, შესაძლოა მსოლფიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ ერთ ლიგაში ვიხილოთ.

მილანელები მზად არიან 31 წლის თავდამსხმელი გადაიბირონ, მაშინაც კი თუ მათ 626მლნ ევროს გადახდა მოუწევთ. დიახ ნახევარ მილიარდზე მეტის. სწორედ ამდენს შეადგენს ლიონელის გამოსასყიდი თანხა.

მესიმ კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი გასულ წელს 2021 წლამდე გაახანგრძლივა. გასულ სეზონში მას "მანჩეატერ სიტის" უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

ახლა კი, როცა ლა ლიგაში მესისა და რონალდუს კონკურენტული ეპოქა დასრულდა, შესაძლოა იტალიაში გაგრძელდეს.თუ ეს მეგა ტრანფერი შედგა, მაშინ  ისინი კვლავ ორი  ერთმანეთის მოსისხლე მტერი გუნდის რიგებში ითამაშებენ.

"ინტერის" ხელმძღვანელობამ ამის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა. "მესი? არავის შეუძლია ლიონელზე უარის თქმა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფაერ ფლეის დიდი საშიშროება არსებობს, ჩვენ მზად ვართ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსფერი განვახორციელოთ",  - განაცხადა "ინტერის" ხელმძღვანელობამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით